მონაცემთა კონფიდენციალობის შესახებ განცხადება შპს 20-20 (ს/კ 445575627) FREE TAXI აპლიკაციის მფლობელი ბოლო განახლების თარიღი: 2020 წლის 23.04.2020
_______________________________________________________________________________________________________________
შპს 20-20, როგორც FREE TAXI აპლიკაციის მფლობელი (შემდგომში - "კომპანია" ან "ჩვენ"), როგორც მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი ("მაკონტროლებელი"), ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით მართოს მომხმარებლის მონაცემები და სისტემატიურად დაიცვას ისინი. ასევე, მიაწოდოს მომხმარებელს გამჭვირვალე და ამომწურავი ინფორმაცია, განსაკუთრებით მონაცემთა შეგროვების და გამოყენების თაობაზე. მონაცემთა დაცვის წინამდებარე განცხადებაში განმარტებულია, თუ რომელი მონაცემები შეგროვდება FREE TAXI აპლიკაციის გამოყენების ფარგლებში და რა მიზნით დამუშავდება და შეინახება იგი. მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია FREE TAXI-ით სარგებლობა ასევე შესაძლებელია მასში რეგისტრაციისა და პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე. თუ გსურთ თქვენი ანგარიშის მოგვიანებით წაშლა, ამის განხორციელება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, პროგრამის წაშლის გზით. თქვენი სმარტფონიდან აპლიკაციის წაშლით იშლება ჩვენთან არსებული ყველა ინფორმაცია. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ შენახულ მონაცემებთან დაკავშირებით, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების კორექტირება ან წაშლა. შეიძლება, ასევე, გქონდეთ უფლება შეზღუდოთ თქვენი მონაცემების დამუშავება, გააპროტესტოთ იგი და თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები მიიღოთ სტრუქტურირებულ, გასაგებ და წაკითხვად ფორმატში. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს 20-20-ის იურისტი სოფიო ქურთაული ელექტრონული ფოსტა: mytaxi2020mytaxi@gmail.com გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება საჩივარით მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (მის.: თბილისი, ნ. ვაჩნაძის №7)
_______________________________________________________________________________________________________________
წინამდებარე განცხადებაში მოცემულ განმარტებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. პერსონალური მონაცემი - მონაცემი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობას; 2. შპს 20-20 - FREE TAXI აპლიკაციის კანონიერი მფლობელი, მონაცემთა მაკონტროლებელი, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა ამ განცხადებაში მითითებული მიზნით დამუშავებაზე; 3. მობილური აპლიკაცია - FREE TAXI აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელმა დააინსტალირა თავის მობილურ მოწყობილობაში (iOS, Android, Windows Phone) და რომელიც ავტომატურად ამუშავებს მომხმარებლის მიერ მობლურ აპლიკაციაში შექმნილ შეკვეთებს; 4. სერვისები - ინფორმაციული ხასიათის სერვისები, რაც შეეხება მომხმარებლის შეკვეთის მიღებას, დამუშავებას და გადაცემას მძღოლისათვის/პარტნიორისათვის, რათა შესრულდეს შეკვეთა; 5. მომხმარებელი - პირი, რომელიც ჩვენი ვეგბვერდის (www.freetaxi.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით (+995) 577 417-517 ჩვენ გვიკვეთავს ტაქსით გადაადგილების მომსახურებას და ამ მიზნით გვაწვდის შესაბამის პერსონალურ მონაცემს; 6. ტაქსით გადაადგილების მომსახურება - მომხმარებლის მიერ ჩვენი ვეგბვერდის (www.freetaxi.ge), მობილური აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით (+995) 577 417-517 განხორციელებული შეკვეთისას მის მიერ მითითებული ადგილმდებარეობიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლისას გაწეული მომსახურება; 7. პარტნიორი/მძღოლი - ჩვენი თანამშრომელი ან პარტნიორი მძღოლი, რომელსაც გადაეცემა თქვენი შეკვეთა შესასრულებლად; 8. შეკვეთა - მომხმარებლის მიერ შექმნილი შეკვეთა მისი გადაადგილების უზრუნველყოფის შესახებ; 9. მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, შენახვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; 10. ქუქი ჩანაწერები - მონაცემი, რომელიც გაეგზავნა მომხმარებელს ვებგვერდიდან და შენახულია მომხმარებლის კომპიუტერში, მობილურში ან სხვა მოწყობილობაშ, რომლითაც მომხმარებელი ესტუმრა ვებგვერდს. ქუქი ინახავს მონაცემებს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ; 10. მოწყობილობის იდენტიფიკატორი - უნიკალური მონაცემი, რომელიც იძლევა მომხმარებლის იმ მოწყობილობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რომელზეც დაინსტალირდა მობილური აპლიკაცია. მნიშვნელოვანი განმარტება: მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე განცხადების დებულებებს, მათ შორის, იგი გასცემს თანხმობას წინამდებარე განცხადებაში მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პროგრამის გამოყენებისათვის რეგისტრაცია საჭირო არ არის. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლის ანონიმური ID-ის გენერირებას, რათა დადასტურდეს თქვენ მიერ სისტემაში ყოფნა. აპლიკაციის გამოყენების შესახებ აპლიკაცია აგროვებს და ინახავს თქვენ მიერ ტაქსის გამოძახების მომსახურებისას მითითებულ მიმართულებებს თქვენი ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ (ე.წ გეოლოკაციური მონაცემი). აღნიშნული მონაცემი გროვდება და ინახება მხოლოდ იმ დროს, როდესაც თქვენ იყენებთ FREE TAXI მობილურ აპლიკაციას. ტაქსის გამოძახებისას თქვენი ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ მონაცემი გადაეცემა ჩვენს მძღოლს/პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი შეკვეთის შესრულებას. ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენ შესახებ შემდეგ მონაცემებს: • გეოლოკაციური მონაცემები • ტელეფონის ნომერი • მომხმარებლის ID საბანკო ბარათით გადახდის წარმოების შესახებ თქვენ უფლება გაქვთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას ისარგებლოთ უნაღდო ანგარიშსწორების სისტემით. ამისათვის თქვენ მომსახურების საფასურის გადახდის უნაღდო ანგარიშსწორებით არჩევისას შეგყავთ შემდეგი მონაცემები: • საბანკო ბარათის ნომერი • საბანკო ბარათის მოქმედების ვადა • ბარათის მფლობელის სახელი და გვარი • ბარათის უსაფრთხოების კოდი (CVC ან სხვა, რომელიც დატანილია თქვენი ბარათის უკანა მხარესდა არის სამნიშნა) საბანკო ბარათით გადახდა წარმოებს საერთაშორისო საგადახდო სისტემების წესების შესაბამისად გადახდის კონფიდენციალობისა და ბარათის დაცვის უზრუნველყოფის გარანტიით. საბანკო ბარათის მონაცემების მიწოდება მომხმარებლის მიერ ხდება უშუალოდ ბანკის მიერ უზრუნველყოფილ დამოუკიდებელ, დაცულ საგადახდო გვერდზე, რომელზე წვდომა არ აქვს და ვერ ექნება შპს 20-20-ს ან მის მძღოლს/პარტნიორს ან შპს 20-20-თან დაკავშირებულ პირს. ქუქი ჩანაწერები FREE TAXI-ს მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის ქუქი ჩანაწერები: 1. მკაცრად განსაზღვრული ქუქი ჩანაწერები: ეს ქუქი ჩანაწერები ემსახურება ვებგვერდის ნავიგაციას და მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ სერვისებს. ქუქის ამგვარი ჩანაწერები გამოიყენება მაშინ, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება და შედის (log in) ვებგვერდზე. ამგვარი ქუქი ჩანაწერების გამოყენების გარეშე, შეუძლებელია ვებგვერდის გამართული ფუნქციონირება. 2. საოპერაციო ქუქი ჩანაწერები: ამგვარი ქუქი ჩანაწერები აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს ვებგვერდიდან პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირების გარეშე. ამგვარი მონაცემები გროვდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის და არის ანინიმური. ქუქი ჩანაწერების მიზანს წარმოადგენს: ვებგვერდის გამოყენების შესახებ სტატისტიკის წარმოება, სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შეფასება. 3. ფუნქციონალური ქუქი ჩანაწერები: განკუთვნილია მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისათვის (როგორიცაა მომხმარებლის სახელი (username), ენა, ადგილმდებარეობა). აღნიშნული ჩანაწერები არის კონფიდენციალური და არ აგროვებს მომხმარებლის მიერ სხვა ვებგვერდებზე შესრულებულ მოქმედებებს. ქუქი ჩანაწერების მიზანია შაინახოს ინფორმაცია მომხმარებლის მიერ მომსახურებით სარგებლობის შესახებ, გააუმჯობესოს მომხმარებლის მიერ ვებგვერდის მოხმარება მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების დამახსოვრების გზით. 4. სარეკლამო ქუქი ჩანაწერები: მესამე პირების მიერ ვებგვერდზე რეკლამის განთავსების ეფექტიანობის შემოწმების საშუალება. თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ, ნაიწლობრივ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ჩვენს ვებგვერდე განთვსებულ ქუქი ჩანაწერებს. სავალდებულ ქუქი ჩანაწერებზე თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, ვებგვერდით შესაძლოა ისარგებლოთ შეზღუდულად. მოწყობილობის იდენტიფიკატორი მონაცემი რომლითაც ხდება მომხმარებლის მოწყობილობის იდენტიფიკაცია არ შეიცავს მომხმარებლის შესახებ პერსონალურ მონაცემებს. ამგვარი მონაცემის შეგროვების მიზანია მობილური აპლიკაციის მოსარგებლეთა დათვლა შიდა გამოყენების მიზნებისათვის. ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას მომხმარებელს შეეთავაზოს აპლიკაციის განახლება. მონაცემთა მოცულობა და მათი შენახვის ვადა მომხმარებლის მიერ FREE TAXI-ით სარგებლობისას გროვდება და ინახება მომხმარებლის ტაქსით გადაადგილების ჩანაწერები, როგორიცაა: შეკვეთის შექმნის დრო, ადგილმდებარეობა და მიმართულება, მარშრუტი, მძღოლის/პარტნიორის მანქანის ნომერი, გამოძახებაზე მისვლის დრო, შეკვეთის ტარიფი, გადახდის მეთოდი. აღნიშნული მონაცემები მობილურ აპლიკაციაში ინახება აპლიკაციით სარგებლობის ვადით, რათა მომხმარებელს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მის მიერ აპლიკაციით სარგებლობის სრული ციკლის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ამგვარი ინფორმაციის შენახვის მიზანს ასევე წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, რითაც იზოგება მომხმარებლის და ჩვენი დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ინფორმაციის დაკორექტირება ან წაშლა, აუცილებელია მოგვმართოს წერილობით. მომხმარებლის განცხადება განიხილება მონაცემთა დამუშავების წესების მოთხოვნის უფლება, გასაჩივრების უფლებაში მოცემული წესების დაცვით. მონაცემთა დამუშავების წესების მოთხოვნის უფლება, გასაჩივრების უფლება თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენ შესახებ შენახული მონაცემების კორექტირება ან წაშლა, გარკვეულ შემთხვევებში - შეზღუდოთ მონაცემების დამუშავება. ამისათვის მოგვმართავთ შპს 20-20-ს წინამდებარე განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შესაბამისი მოთხოვნით. შპს 20-20 სწავლობს მომხმარებლის მოთხოვნას 30 კალენდარული დღის ვადაში და ამზადებს შესაბამის დასაბუთებულ პასუხს მომხმარებლის იმავე ელექტრონულ ფოსტაზე, საიდანაც მოხდა მოთხოვნის გაგზავნა შპს 20-20-ისთვის. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს, კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გაასაჩივროთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი საჩივრის შემთხვევაში, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს ისეთი მიზეზი, რომელიც აბათილებს თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებას.